კონტურული ჭრა (Kiss-Cut)
სტიკერის ზუსტი სერვა ბეჭდვის კონტურის მიხედვით — ნებისმიერი ფორმა
სერვისის შესახებ
კონტურული ჭრა (Kiss-Cut) Craftarea-ში — პლოტერი ბეჭდვის კონტურს მიჰყვება და სტიკერს ზუსტი ფორმით ჭრის. ბეკინგი ხელუხლებელი რჩება. ეკო-სოლვენტური ბეჭდვა + კონტურული ჭრა ერთ პროცესში.
უპირატესობები
ზუსტი კონტური
პლოტერი ოპტიკური სენსორით კითხულობს რეგისტრაციის ნიშნებს — 0.1მმ სიზუსტე.
ნებისმიერი ფორმა
შეზღუდვა არ არის — ვარსკვლავი, ლოგოს ფორმა, ადამიანის სილუეტი.
Print & Cut
ბეჭდვა და ჭრა ერთ პროცესში — დროის და ხარჯის ეკონომია.
მარტივი გამოყენება
ბეკინგიდან ადვილად იძრობა — არ ჭირდება დანით ამოჭრა.
მცირე ტირაჟი
მინიმალური რაოდენობა დამოკიდებულია ნივთზე, მასალასა და წარმოების ტექნოლოგიაზე. კონკრეტული ტირაჟის შესაძლებლობა შეთავაზებისას შეათანხმეთ.
მაღალი ხარისხი
Roland/Mimaki პლოტერები — პროფესიონალური შედეგი.
ხშირად დასმული კითხვები
კონტურული ჭრა რა არის?
პლოტერი ბეჭდვის კონტურს მიჰყვება და სტიკერს ზუსტი ფორმით ჭრის — ქვედა ფენა (ბეკინგი) ხელუხლებელი რჩება.
რა ფორმის სტიკერი შეიძლება?
ნებისმიერი — წრიული, ოვალური, კომპლექსური კონტური. შეზღუდვა არ არის.
ბეჭდვას და ჭრას ერთად აკეთებთ?
დიახ, ეკო-სოლვენტური ბეჭდვა + კონტურული ჭრა ერთ პროცესში.
რა მონაცემებია საჭირო მინიმალური შეკვეთის დასადგენად?
მინიმალური რაოდენობა სრული დავალებით განისაზღვრება და არა მხოლოდ ტირაჟით. მიუთითეთ სტიკერის ზომა, კონტური, საყრდენ ფურცელზე განლაგება და რაოდენობა თითო დიზაინზე; სხვადასხვა დიზაინი გამოყავით, რათა მომზადება და მასალის საჭიროება ზუსტად შეფასდეს.
