სერვისის შესახებ
3D ბეჭდვა პროტოტიპის, მაკეტის, დეკორისა და სარეკლამო ელემენტისთვის. გამოგვიგზავნეთ მოდელი, ზომები, რაოდენობა და გამოყენების აღწერა. მთლიანი ბეჭდვა თუ ნაწილებად აწყობა, მასალა და შემდგომი დამუშავება ფაილის შეფასების შემდეგ თანხმდება.
რას ვქმნით
3D ბეჭდვის გამოყენების სფეროები — პროტოტიპიდან სარეკლამო ელემენტამდე
პროტოტიპები
პროდუქტის ადრეული კონცეფციის სწრაფი ვიზუალიზაცია და ფუნქციური ტესტი.
კონცეპტუალური მოდელები
დიზაინის კონცეფციის 3D განსახიერება პრეზენტაციისთვის ან შეფასებისთვის.
არქიტექტურული მაკეტები
შენობების, ინტერიერებისა და განაშენიანების ზუსტი ფიზიკური მაკეტები.
დეკორატიული ობიექტები
ინდივიდუალური დეკორი სახლისთვის, ოფისისთვის ან ღონისძიებისთვის.
სათამაშოები
ფიგურა ან დეკორატიული მოდელი — წვრილი ელემენტები და შემდგომი გამოყენება წინასწარ ფასდება.
სარეკლამო ელემენტები
ბრენდის ლოგოები, ასო-ნიშნები, სადემონსტრაციო ობიექტები.
მუშაობის პროცესი
3D მოდელირება
.STL/.OBJ ფაილის მომზადება ან ჭვენს მიერ შექმნა.
შეთანხმებული ვადასლაისინგი
ბეჭდვის პარამეტრების დაყენება: ინფილი, ფენა, საყრდენები.
შეთანხმებული ვადაბეჭდვა
FDM პრინტერით ზედ-ზედ ფენების დაბეჭდვა.
შეთანხმებული ვადაპოსტ-დამუშავება
საყრდენების მოცილება, შლიფვა, საღებავი (სურვილისამებრ).
შეთანხმებული ვადამიწოდება
ხარისხის კონტროლი, შეფუთვა, გატანა/მიწოდება.
შეთანხმებული ვადაშესრულებული სამუშაობები
ხშირად დასმული კითხვები
რა ზომის მოდელის დაბეჭდვა შეიძლება?
გამოგვიგზავნეთ ფაილი და საბოლოო ზომები ერთეულების მითითებით. მთლიანად ბეჭდვის შესაძლებლობა, ორიენტაცია ან ნაწილებად დაყოფა მოდელის მიხედვით ფასდება. თუ დეტალი აწყობას მოითხოვს, შეერთება და საბოლოო გაბარიტი წინასწარ შეთანხმდეს.
რომელი მასალა შევარჩიო?
აღწერეთ დეტალის დატვირთვა, ტემპერატურა, გარემო, მოქნილობა და სხვა ნაწილებთან შეხება. ერთი მასალის სახელწოდება ყველა მარკის ერთნაირ თვისებებს არ ნიშნავს. სპეციალური გამოყენებისთვის საჭირო შესაბამისობა და დოკუმენტაცია ცალკე უნდა შემოწმდეს.
რა უნდა ახლდეს 3D ფაილს?
მოდელთან ერთად მიუთითეთ ერთეულები, საბოლოო ზომები, რაოდენობა, ხილული მხარეები და კრიტიკული შეერთებები. თუ მხოლოდ ესკიზი გაქვთ, მოდელირების საჭიროება და ფაილის ჩაბარების ფორმატი ცალკე შეათანხმეთ. ბეჭდვის დავალება ავტომატურად საინჟინრო დაპროექტებას არ მოიცავს.
პროტოტიპი როგორ დავამტკიცო?
ჯერ განსაზღვრეთ, გარეგნობის ჩვენება გჭირდებათ თუ ზომებისა და შეერთების გამოცდა. შეფასების კრიტერიუმები წინასწარ ჩაიწეროს. საცდელი ნაწილისა და შემდეგი სერიის ღირებულება და ვადა ცალ-ცალკე თანხმდება.
